Blogger Tips and TricksLatest Tips And TricksBlogger Tricks
reportiori.ge - ზაზა ხატიაშვილი: დევნა განხორციელდა იმ პროკურორების მიმართ, რომლებიც პროკურატურაში დაინიშნენ სააკაშვილის რეჟიმის დასრულების შემდეგ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 24 სექტემბერი, 2014. 08:23
სამართალი
ზაზა ხატიაშვილი: დევნა განხორციელდა იმ პროკურორების მიმართ, რომლებიც პროკურატურაში დაინიშნენ სააკაშვილის რეჟიმის დასრულების შემდეგ
ავტორი: ანა ნოდია
08 იანვარი, 2014. 19:38

"შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული არასამართლებრივი მოვლენების გამო. რამდენიმე დღის წინ, პროკურატურიდან უკანონოდ დათხოვნილმა პროკურორებმა გაავრცელეს განცხადება მათზე განხორციელებული ზეწოლის თაობაზე, რაც გამოიხატა იძულების წესით დაეწერათ განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. პროკურორების ინფორმაციით, იმ პროკურორებმა, ვინც არ დაწერეს განცხადება, იბარებდნენ პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში და ატერორებდნენ. 


სამოქალაქო საზოგადოება დამეთანხმება, ასეთ ამაზრზენ ფაქტს არ ჰქონია ადგილი საქართველოს უახლეს ისტორიაში. როდესაც ამდენი პროკურორი საუბრობს მათ მიმართ განხორციელებულ დევნაზე. ასევე, ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ დევნა განხორციელდა იმ პროკურორების მიმართ, რომლებიც პროკურატურაში დაინიშნენ სააკაშვილის რეჟიმის დასრულების შემდეგ და ვისი იმიდიც გვქონდა სამოქალაქო საზოგადოებას. როდესაც ღარიბაშვილმა პროკურატურაში ფარცხალაძის მეშვეობით დაიწყო იმ პროკურორების დატერორება, რომლებიც არჩევნების შემდეგ თვითონ მიიყვანეს და აბრუნებენ ადეიშვილის კადრებს, სამოქალაქო საზოგადოებისთვის ნათელია საით მიჰყავთ სახელმწიფო ივანიშვილ-ღარიბაშვილის დუეტს. 


ივანიშვილის გუნდი სამოქალაქო საზოგადოებას წიანასაარჩევნოდ დაგვპირდა სამართლიან სასამართლოს, რომლის მიღწევა შესაძლებელი იყო მხოლოდ პროკურატურის რეფორმით. არჩევნების შემდეგ დანიშნულმა მთავარმა პროკურორმა კბილაშვილმა მოიყვანა ახალი კადრები, მაგრამ როგორც აღმოჩნდა კბილაშვილს არ მისცეს საქმის ბოლომდე მიყვანის უფლება და თვითონ კბილაშვილიც, რომლის წესიერებაში არავის გვეპარებოდა ეჭვი, არ აღმოჩნდა პრინციპული პროკურორი.


ივანიშვილ-ღარიბაშვილის საახალწლო საჩუქარმა, მთავარ პროკურორად ოთარ ფარცხალაძის დანიშვნის თაობაზე, რომლის წინააღმდეგ არსებობდა განაჩენი ყაჩაღობის ჩადენის ფაქტის გამო, შოკში ჩააგდო სამოქალაქო საზოგადოება. ნებისმიერ სახელმწიფოში დადგებოდა პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი დინჯად ზის და არსად წასვლას არ აპირებს. ვინაიდან იცის, რომ სამოქალაქო სექტორში გადასული კაცი მას ყველა პრობლემას მოუგვარებს. პრემიერმა ღარიბაშვილმა სამარცხვინოდ მოიტყუა ტელეკომპანია "რუსთავი"-2 ის ჟურნალისტ ნინო შუბლაძესთან ინტერვიუს დროს - "მე არ ვიცოდი რომ ფარცხალაძე ნასამართლევი იყოვო". ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც უპრობლემოდ შეეძლო მიეღო სამოქალაქო რეესტრის ამონაწერი ოთარ ფარცხალაძის საგმირო საქმეების თაობაზე, აშკარად ტყუის. ასევე, ღარიბაშვილთან დაახლოებული პერსონა ალეკო ტაბატაძესთვის კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი ოთარ ფარცხალაძის საგმირო საქმეების თაობაზე, ვინაიდან იგი, როდესაც იყო საბურთალოზე პოლიციის უფროსი, ფარცხალაძე მსახურობდა მის დაქვემდებარებაში",
- ნათქვამია განცხადებაში. 

რამაზ ნოზაძის პრესკონფერენცია
23.09.2014
მერაბ შათირიშვილის პრესკონფერენცია
23.09.2014
მიხეილ ღონიკაშვილის პრესკონფერენცია
23.09.2014
შალვა ხაჭაპურიძის პრესკონფერენცია
23.09.2014
გელა ნიკოლაიშვილის პრესკონფერენცია
23.09.2014
ნიკოლოზ მჟავანაძის და ნოდარ ლიპარტელიანის პრესკონფერენცია
22.09.2014
კახა კახიშვილის პრესკონფერენცია
22.09.2014
ზურაბ აბაშიძის პრესკონფერენცია
22.09.2014
კოტე ინაშვილის პრესკონფერენცია
22.09.2014
მამუკა ტუსკაძის და ალექსანდრე ახალკაცის პრესკონფერენცია
19.09.2014
'ცხოვრების გზა' ნანი ბრეგვაძე
27.12.2013
დიდი მეუფე ილია მეორე
25.12.2013
ჭაბუა ამირეჯიბის უკანასკნელი ტელე ინტერვიუ
17.12.2013
თავის უფალი ჭაბუა ამირეჯიბი
17.12.2013
26 მაისი
31.07.2013
რობერტ ბარძიმაშვილი 60-იან წლების "ტრუბადური"
31.07.2013
ნოდარ დუმბაძე 85
31.07.2013
გოგი დოლიძეს ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო
31.07.2013
ამინდი