logo_geo
eng_logo
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უარყოფენ, რომ 2008 წელს ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ცხინვალში შესვლას გეგმავდნენ
- +

8 აგვისტო. 2019. 19:39

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2008 წელს,  ომის დაწყებამდე რამდენიმე  დღით ადრე, ცხინვალში შესვლას გეგმავდნენ .

 

ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მათ ოსებთან მიმართებაში მხოლოდ სამშვიდობო გეგმები ჰქონდათ. მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები ამბობენ, რომ მათი მიზანი ცხინვალში არა ძალის გამოყენებით, არამედ რბილი ძალით შესვლა იყო.

 

„ნაცმოძრაობის“ წევრების ამ ვერსიას კატეგორიულად ეწინააღმდეგება დავით ბერძენიშვილის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია.  „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ამბობს, რომ იმჟამინდელი ხელისუფლება ცხინვალში შესვლას გეგმავდა და ამის შესახებ გორის მოსახლეობამაც იცოდა

 

ბერძენიშვილი იხსენებს, რომ ინფორმაცია 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში მისმა შვილმა მიაწოდა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner