logo_geo
eng_logo
რას წერს ჟურნალისტი აგვისტოს ომზე - ბრძოლის ხაზზე ჩავაკითხე მეუღლეს…საზარელი ღამე იყო
- +

9 აგვისტო. 2019. 01:01

 

ჟურნალისტი ეთერ სადაღაშვილი სოციალურ ქსელში 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ საკუთარ ისტორიას იხსენებს.

 

„ბრძოლის ხაზზე ჩავაკითხე მეუღლეს… ვიწრო სოფლის გზებზე გამოქცეული ტანკები, ჯავშანტექნიკა, სამხედროები და სასწრაფოს მანქანები მხვდებოდნენ…. სიბნელეში მორბოდნენ ჩამქრალი ფარებით… ათასობით ჯარისკაცი… საზარელი ღამე იყო. ,,ჯარისკაცის მამასავით” დავრბოდი – ხელების ქნევით და ბოლო ხმაზე ვყვიროდი ჩემი ქმრის ბატალიონის ნომერს და ვერ ვპოულობდი……

 

მერე გორის ჰოსპიტალის წინ, დაცლილ ქალაქში, ხეებზე გამოკრულ ფურცლებზე ვეძებდი მის გვარსა და სახელს მიცვალებულებსა და დაჭრილებში….

ამ ყველაფრის დავიწყება შეუძლებელია…

 

თავზე გადაფრენილი რუსული სამხედრო თვითმფრინავი ისე ახლოს და დაბლა მოფრინავდა, რომ მე და მფრინავმა ერთმანეთს თვალებში შევხედეთ. დაუჯერებელია, ჰო? დაუჯერებლად ჟღერს….“, - წერს სადაღაშვილი სოციალურ ქსელში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner