„ჩვენ მათ ვანდეთ საქართველოს მართვა, მაგრამ მათ ზიანი მოგვაყენეს - მაგალითად, აგვისტოს ომი, მისი დამანგრეველი შედეგები და არა ე.წ. ამოსუნთქვა“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ნიკა გვარამია „რ2“-ის ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაშია ბრალდებული.
„ცხადია, ბრალდების შინაარსის კომენტირება არაა ჩემი კომპეტენცია. უდანაშაულობის პრეზუმფცია ვიცით რაცაა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, მაგრამ საზოგადოების საგრძნობმა ნაწილმა ხომ ვიცით, ნაცმოს ბორდი, რომლის ერთ-ერთი წევრია ნიკა გვარამია, დიდი ხანია აღქმულია მათდამი სამართავად მინდობილი სიკეთეების დაზიანებაში? ჩვენ მათ ვანდეთ საქართველოს მართვა, მაგრამ მათ ზიანი მოგვაყენეს - მაგალითად, აგვისტოს ომი, მისი დამანგრეველი შედეგები და არა ე.წ. ამოსუნთქვა. ასე რომ, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ნიკა გვარამია „რ2“-ის ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაშია ბრალდებული, რაზეც მას უჩივის „რ2“-ის ყოფილი ერთ-ერთი მეწილე, ქალბატონი ნიჟარაძე და „რ2“-ის ახლანდელი გენერალური დირექტორი სალია. ვისთვის სამწუხაროდ, ვისთვის საბედნიეროდ, ასეთია მოცემულობა. დანარჩენი კი, სასამართლოს „ჩაქუჩის დარტყმის“ შემდეგ გამოჩნდება“, - წერს გია აბაშიძე.