logo_geo
eng_logo
ზაზა სიამაშვილი: ძალიან მიხარია, ორმაგად მიხარია პაპუნას გამარჯვება!
- +

9 აგვისტო. 2019. 23:23

 

ლექტორი ზაზა სიამაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„თბილისის საქალაქო სასამართლომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე ძალადობასა და სექსუალურ შევიწროვებაში უდანაშაულოდ სცნო. მოპასუხეს, ვინმე მესხიძეს დაევალა, რომ უარყოს ის ამაზრზენი ბრალდებები, ცილისწამებათა კასკადი და შანტაჟის უმდაბიოესი ფორმა, რაც მან იკადრა (ამით პაპუნას არაფერი დაკლებია!)! ძალიან მიხარია, ორმაგად მიხარია პაპუნას გამარჯვება! ზუსტად 3 თვის წინათ სასამართლომ მე გამამართლა „ჯიპას“ წინააღმდეგ, მაგრამ მალე ვაპირებ საზღვარგარეთ დავაგზავნო ის უბინძურესი პოსტები, რომელსაც „ჯიპას“ რექტორი მარინე იოსელიანი, მისი უახლოესი წრე აქვეყნებდა სოციალურ ქსელებში! არანაკლები იკადრა ზონდერ-რექტორის სახელდახელოდ შეკრებილმა სამეცნიერო საბჭომ, შემდეგ ეგრეთ წოდებულმა „ამხანაგურმა სასამართლომ“, რომელზეც უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ ჩემი მოცილება! შემდეგ გადავიდნენ შიდა ტერორზე, უბინძურესი მეთოდებით! ამ ხნის განმავლობაში არც ვცემდი პასუხს და არც რეაქცია მქონდა! მაგრამ ძალიან მალე ყველა ევროპულ და ამერიკულ საგანმანათლებო სტრუქტურას და ინსტიტუტს მივაწვდი ინფორმაციას! ასევე საჯაროდ მივმართავ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ბატონ გიორგი ვაშაკიძეს გადახედოს ამ სასწავლებლის მიდგომას თავისუფალი აზრის გამოხატვის მიმართ! როგორც ამას არეგულირებენ აშშ-ში! ეს დაწესებულება კვლავ არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და ჯერაც არ აუნაზღაურებია განაცდური! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემო მეგობრებო მხარდაჭერისთვის!“ - წერს სიამაშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner