logo_geo
eng_logo
დავით ლილუაშვილი: ესენი სხვებს ეძახიან მშიშრებსა და მოღალატეებს?! ესენი სხვებს უწოდებენ მოძალადეებს?!
- +

9 აგვისტო. 2019. 23:23

 

უფლებადამცველი დავით ლილუაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„აგვისტოს ომი... ხელისუფლებისგან მიტოვებული ცოცხალი და დაღუპული ბიჭები... განწირული და ბედის ანაბარა დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობა...

 

ამის პარალელურად:

 

მთელი მსოფლიოს დასანახად მიწაზე მფორთხავი მთავარსარდალი!

 

რუს გენერლებთან კოლაბორაციონიზმით დაკავებული გუბერნატორები!

 

რა იყო შემდეგ?!

 

წლების მანძილზე დევნილებისთვის განკუთვნილი ფინანსების მითვისება!

 

რა იყო კიდევ შემდეგ?!

 

განსაკუთრებული სისასტიკით განხორციელებული დევნილთა გამოსახლებები!

 

...და ესენი სხვებს ეძახიან მშიშრებსა და მოღალატეებს?! ესენი სხვებს უწოდებენ მოძალადეებს?!“ - წერს ლილუაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner