logo_geo
eng_logo
თამო კეშელავა: ჩუღურეთის გამგეობამ მე და ჩემი შვილი გადაგვარჩინა!
- +

11 აგვისტო. 2019. 21:54

 

 

ჟურნალისტი თამო კეშელავა facebook-ზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ჩუღურეთის გამგეობამ მე და ჩემი შვილი გადაგვარჩინა!

როგორი უმადური, როგორი ცუდი ადამიანი უნდა ვიყო, რომ ოდესმე დამავიწყდეს!

კარგად იცით, საჯარო მოხელეებს არ ვაქებ!

ევალებოდათ თუ არა ჩვენი გადარჩენა? კი, ევალებოდათ და ასეც ვუთხარი გამგეობას! ვეჩხუბე და ჩხუბით შევჩივლე...

მანამდე თბილისის მერიამ და რიმა ბერაძემ გაგვიმეტა! დამპირდა და თეთრად გათენებულმა ღამეებმა, შიშში გატარებულმა დღეებმა რომ თვეები გადაჭამა - მე ვცადეო!

ცდა კი არ დამპირდა, არადა, შესრულება დამპირდა! მითხრა, რომ გვეკუთვნოდა და გაგვიკეთებდნენ...

ხოდა, როცა მერიიდან, შეურაცხყოფილი, შელახული წამოვედი, გამგეობას მივადექი და ყველა ჩემი თეთრად გატარებული ღამისა და შიშში დაღამებული დღის გამო ვეჩხუბე და შევჩივლე...

არც მათ იცოდნენ, რატომ ვტიროდი და არც მე... არ დამპირდნენ ასრულებას, განხილვას დამპირდნენ... და ჩვენ მაშინ გადაგვარჩინა ჩუღურეთის გამგეობამ, ჩვენ, ორი ადამიანი! ჯანდაცვის სისტემისგან, მერიისგან, დეპუტატისგან გადაგდებული, ორი, უცხო ადამიანი, გადაგვარჩინა!

და კი, ევალებოდათ, ასე ვთვლიდი...

მერე, როცა გადავრჩით და გონებამ ჩვეულ რეჟიმში განაგრძო მუშაობა, გავიკითხე, მოვისმინე და სხვა გამგეობებსაც ევალებათ და არ აკეთებენ, განხილვასაც კი აგვიანებენ თვეზე მეტი დროით!

და მერე მივხვდი, რომ ადამიანებია გამგეობა და არა პირიქით!

 

სანამ რომელიმე ხელისუფლება მიიწერს ჩუღურეთის გაკეთებულ საქმეს - სხვა გამგეობები გაიკითხოს!

სანამ რომელიმე პოლიტიკოსი მიიწერს, ან შეეხება ჩუღურეთის გამგეობას, თავისი ადამიანებით - ჯერ ის თქვას, თავად რამდენი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი!

აგერ, კვირას ერთ დეპუტატს დავურეკე და სამშაბათს გადმომირეკა თანაშემწემ, რა გინდოდათ და ვინ ხართო!

ორშაბათი მძიმე დღეა!

პ.ს. წერის ფუფუნება რომ მაქვს დღეს, ესეც მათი დამსახურებაა, შელახული, შეურაცხყოფილი, შეშინებული, ღამენათევი და დღედაღამებული როგორ დავწერდი“, - წერს კეშელავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner