logo_geo
eng_logo
თამო კეშელავა: სინამდვილეში, ომი სანთლების გამყიდველმა ადამიანებმა წაგვაგებინეს! სინამდვილეში, იმ მოედანზე, თბილისში წავაგეთ ომი!
- +

12 აგვისტო. 2019. 00:26

 

ჟურნალისტი თამო კეშელავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სამი სიბრაზე მომყვება დღემდე: მაშინ, როცა ჩვენი ბიჭები მივიდნენ იქამდე, სადამდეც მივიდნენ და ითქვა, რომ გვირაბის აფეთქება შეეძლოთ და ქალაქების დაბომბვის შიშით, უკან გამოაბრუნეს და ჩაახოცინეს, ჩემი, ჩვენი დაბომბვის შიშით - ვფიქრობდი, რომ უნდა აეფეთქებინათ და დაე, დავებომბეთ, რამდენს დაგვბომბავდნენ, როდემდე დაგვბომბავდნენ!

 

მაშინ, როცა ელექტროენერგია გამოირთო, სპეც. მანქანები წუილით დაქროდნენ და ვიცოდით, სადღაც, აქვე, წითლად ნათდებოდა ცა და წითლად იღებებოდა მიწა - სანთელი ლარად გაიყიდა, იმ ღამეს შეშინებული ბავშვებისთვის, ატირებული ქალებისთვის, დაბნეული კაცებისთვის ლარად გაიყიდა 20 თეთრიანი სანთელი, დარდით თეთრად გათენებული ბნელი ღამის განათებით გამდიდრდა სანთლის გამყიდველი 80 თეთრით და გაღარიბდა უთვალავით...

 

და ბოლო, მაშინ, როცა შეშფოთებული და აღშფოთებული ევროპა თბილისში მოედანზე დადგა - არ ისროლოთო, ხალხი რომ გაიყვანეს, თავი რომ დაგვახრევინეს და მუხლი მოგვადრეკინეს, არ გვესროლოთო, იქ დამთავრდა ყველა ომი!

 

სინამდვილეში, ჩვენ ომი სანთლების გამყიდველმა ადამიანებმა წაგვაგებინეს!

 

სინამდვილეში, იმ მოედანზე, თბილისში წავაგეთ ომი!

 

და მას შემდეგ ამოიღეს სახელმძღვანელოებიდან ისტორიები, ლექსები და ამბები ქართველობაზე და ქართველთა გმირობაზე!

მაგრამ

შინდისის გმირებს სად დამალავენ!

21-ე საუკუნის გმირებს, როგორ ამოიღებენ ინტერნეტში დაწერილი ისტორიიდან...“ - წერს თამო კეშელავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner