logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ეს და მრავალი სხვა მარაზმატული ფაქტი ჩემს ინტელექტს შეურაცხყოფს და არასდროს ავიტან
- +

12 აგვისტო. 2019. 14:21

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვერასდროს ვერ ჩავთვლი გიგა ბოკერიას ქართველ პოლიტიკოსად. ვერ ჩავთვლი ლევან ბერძენიშვილს ინტელექტუალად. ლაშა ბუღაძეს მწერლად და მარიამ გაფრინდაშვილს ჟურნალისტად.

 

ვერასდროს ვიტყვი გუგული მაღრაძეზე, გიგი წერეთელზე და ზაქარია ქუცნაშვილზე, რომ ისინი კანონმდებლები იყვნენ. არანაირად არ იქნება ჯულიეტოვნა ტელეგადაცემის წამყვანი. ვერასოდეს ვაღიარებ ანა ნაცვლიშვილს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლად და უჩა ნანუაშვილს სახალხო დამცველად.

 

ჩემთვის მიუღებელი იქნება თამუნა ვარშალომიძის იმ ფორმით პოპულარობა, როგორც წარმოჩენილია.

 

ეს და მრავალი სხვა მარაზმატული ფაქტი ჩემს ინტელექტს შეურაცხყოფს და არასდროს ავიტან“, - წერს გია გაბრიჭიძე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner