logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე სალომე სამადაშვილს: მე გეტყვით მაგ ფილმის ავტორის ვინაობას - მთავარი რეჟისორები სააკაშვილი და პუტინი არიან
- +

14 აგვისტო. 2019. 13:40

 

 

„მე გეტყვით მაგ ფილმის ავტორის ვინაობას - მთავარი რეჟისორები სააკაშვილი და პუტინი არიან“, - ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში ენმ-ს წევრ   პასუხობს, რომლის განცხადებითაც ფილმის ავტორთა ვინაობა არ ხმაურდება.

 

„სალომე სამადაშვილმა „იმედის“ ეთერით გასული ფილმის ავტორის დასახელება მოითხოვა. მე გეტყვით მაგ ფილმის ავტორის ვინაობას, ქალბატონო სალომე, - მთავარი რეჟისორები სააკაშვილი და პუტინი არიან, პროდიუსერები კი - საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება სრული შემადგენლობით“, - წერს გაბრიჭიძე.

 

ოპოზიცია აგვისტოს იმის თემაზე ტელეკომპანია „იმედზე“ გასულ ფილმს გამოეხმაურა. ენმ-ს წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ამ ფილმით ავტორებმა, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება, რუსული დაკვეთა შეასრულეს. ოპოზიცია ფილმის ავტორის დასახელებას ითხოვს. სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ ფილმი მოამზადა საქართველოს ხელისუფლების დაკვეთით.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner