logo_geo
eng_logo
ჯაბა ჯიშკარიანი: დღეს ბუტას დღეა, დაბადების დღე...
- +

24 აგვისტო. 2019. 17:15

 

 

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს ბუტას დღეა, დაბადების დღე.

 

თითოეული ჩვენგანის გულებში, ბუტა 19 წლის პატარა ბიჭად დარჩა, ბიჭად, რომელიც სისტემის მსხვერპლი გახდა და ჩაცხრილეს. ბიჭი, რომლის სახელსაც არაერთი სიბინძურე დააბრალეს...

 

ბუტა რობაქიძე - ეს სახელი და გვარი ყოველთვის იქნება ჩვენი ნაწილი, ჩვენი ცხოვრების, ისტორიის ნაწილი. 19 წლის ბიჭი, რომელმაც დაგვანახა, რომ სისტემა კლავს, რომ სისტემა უმოწყალოა. და სწორედ ბუტამ, სანდრომ, ზურამ, გიორგიმ - ამ ბიჭებმა მოახერხეს და ნიღაბი ჩამოხსნეს ხელისუფლებას და სწორედ მათ გააერთიანეს ქართველი ხალხი, სისტემის წინააღმდეგ...“  - წერს ჯიშკარიანი.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner