logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: ტოლი ნახე, კოჭი გააგორე...
- +

27 აგვისტო. 2019. 18:56

 

 

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მრჩეველი, ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ტოლი ნახე, კოჭი გააგორე“, - ასე ეხმიანება ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში ატეხილ აჟიოტაჟს, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დებატებში დაჯდომის შესახებ მამუკა ხაზარაძის მზაობამ გამოიწვია.

 

ხაზარაძის ამ შეთავაზებას სოციალური ქსელით გამოეხმაურნენ შოთა დიღმელაშვილი, გია ხუხაშვილი, დავით ზურაბიშვილი და სხვები, რომლებიც მსჯელობენ, დათანხმდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი მამუკა ხაზარაძის შეთავაზებას.

 

ამ მრავალმნიშვნელოვანი სტატუსით, დისკუსიას ირიბად უპასუხა და წერტილი დაუსვა ლაშა ნაცვლიშვილმა, რაც სავარაუდოდ, სახელისუფლებო გუნდის პოზიციაცაა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner