logo_geo
eng_logo
ლევან ჭოტორლიშვილი: ხაზარაძე ცუდის გადმონაშთია
- +

27 აგვისტო. 2019. 20:54

ლევან ჭოტორლიშვილი: ხაზარაძე ცუდის გადმონაშთია

 

 

„ხაზარაძე ცუდის გადმონაშთია“, - ამის შესახებ პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის შესახებ წერს.

 

„მამუკა ხაზარაძე საბჭოთა ნომენკლატურის ატავიზმი (მამა რაიკომის მდივანი, ბიძა სუკის გენერალი) რომ არის პირველ რიგში მწერლების მიმართ მის დამოკიდებულებაში ჩანს. ტიპმა საკუთარი ფულით კერძო მწერალთა კავშირი გაიკეთა. პროვინციული თბილისური გლამური, ტუსოვკები, ვულგარული ნაშები. ეტყობა, თვლიდა, პოლიტიკაში გამოადგებოდა ეს ხალხი. ვერ გაითვალისწინა, რომ ახლა სხვა დროა და მაგ ხალხის სოციალური კაპიტალი არის ნული. რას იზამ, ყველა ინვესტიცია არ ამართლებს.

 

ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ყოველივე საბჭოთას ნეგატიურად ვაფასებ. სსრკ-ში იყო ბევრი რამ - კარგიც და ცუდიც. ხაზარაძე ცუდის გადმონაშთია“, - წერს ლევან ჭოტორლიშვილი. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner