logo_geo
eng_logo
თამარ ურუშაძე: აღარაფერს აქვს ფასი, აღარც მორალი არსებობს, აღარც ზნეობა, აღარც კოლეგიალობა?...
- +

28 აგვისტო. 2019. 20:49

 

ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული ტელევიზია „მთავარი არხი“, დროებით „იბერიას“ შენობიდან გავა ეთერში.

 

შენობის ეზოში დღეს „რუსთავი2“-ის ყოფილი ჟურნალისტები და თანამშრომლები შეიკრიბნენ.

 

ამ ფაქტს „იბერიას“ საინფორმაციო გამოშვების ყოფილი წამყვანი თამარ ურუშაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

 

„თითქმის ერთი წელი გადის, რაც იბერიის, ჩუბინაშვილის 41-ნომერის კარი დაგვიხურეს. მოგვიჯახუნეს ყოველგვარი ახსნა-განმარტების, ბოდიშის, წინასწარი გაფრთხილების გარეშე. მოგვიხურეს ისე, რომ ამ დღის მერე, ათობით ჟურნალისტს დირექტორი რკინის გისოსებიანი ღობის მეორე მხრიდან გველაპარაკებოდა და შენობაშიც არ გვიშვებდნენ. არხი დახურეს. ტელევიზია გააჩერეს. ჟურნალისტები, ოპერატორები, მემონტაჟეები, პროდიუსერები, ტექნიკური თუ შემოქმედებითი ჯგუფის წევრები პირდაპირი გაგებით ქუჩაში გამოყარეს. მას შემდეგ გუნდის უდიდესი ნაწილი ისევ სამსახურს ეძებს. იყო სასამართლოები, მოგებული გადაწყვეტილების გასაჩივრებები შემდგომ ინსტანციაში. წარმატებები ყველა კოლეგას, მაგრამ იყო და არა იყო რა? ნატო ჩხეიძე (Nato Chkheidze) იქნებ გაგვცეთ პასუხი, იმ ასობით ადამიანს, ვისაც ასე მოექეცით. აღარაფერს აღარ აქვს ფასი ?! აღარც მორალი არსებობს, აღარც ზნეობა? აღარც კოლეგიალობა ? მხოლოდ ერთი მხარე და ერთი სიმართლეა?“, - წერს თამარ ურუშაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner