logo_geo
eng_logo
თორნიკე ხურციძე: ზაზა ოქუაშვილი ქირის ფულს რომ აიღებს, გადაუხადოს მის ყოფილ თანამშრომლებს დავალიანება
- +

28 აგვისტო. 2019. 21:17

 

 

ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული ტელევიზია „მთავარი არხი“, დროებით „იბერიის“ შენობიდან გავა ეთერში.

 

შენობის ეზოში დღეს „რუსთავი2“-ის ყოფილი ჟურნალისტები და თანამშრომლები შეიკრიბნენ.

 

„ზაზა ოქუაშვილი უკომფორტულესი პარტნიორია. დღეის მდგომარეობით ეს ადამიანი თავისი გამბედაობით, თავისი თანმიმდევრულობით, ხელშეწყობით საქართველოს დემოკრატიისადმი, არის ჩემთვის აღტაცების ღირსი. მისი როლი ქართულ დემოკრატიაში გადამწყვეტია“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

აღნიშნულ ფაქტს „იბერიის“ ყოფილი ჟურნალისტები ეხმაურებიან. 

 

„წარმატებები ჩემს კოლეგებს მთავარ არხზე, მაგრამ ზაზა ოქუაშვილი ქირის ფულს რომ აიღებს გადაუხადოს მის ყოფილ თანამშრომლებს დავალიანება. სხვათაშორის სასამართლო მოვიგეთ)))) ან ნატო ჩხეიძემ რით ვერ გაყიდა ეს ნახატები, მაგით რომ გეგმავდა ხელფასების და კონპენსაციის გადახდას)))))))))) უი ხო, ნატოს უთქვამს არაფერი მაქვს მისაცემი მაგათთვისო და გაუხაზეთ მაინც შრომის კოდექსში დამსაქმებლის ვალდებულებების ნაწილი“, - წერს თორნიკე ხურციძე.

 

მანამდე კი პოსტი გაავრცელა "იბერიის" საინფორმაციო გამოშვების ყოფილმა წამყვანმა თამარ ურუშაძემ და  “იბერიის” საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner