logo_geo
eng_logo
ლადო ბოჟაძე: მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრი, რომელიც პოსტიდან მიდის, საჯაროდ აბარებს ანგარიშს საზოგადოებას
- +

2 სექტემბერი. 2019. 13:57

 

„მამუკა ბახტაძემ ყველაფერი გააკეთა „ქართული ოცნების“ და მისი პირადი დაპირებების შესასრულებლად“, - სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის დირექტორი ვლადიმერ ბოჟაძე მამუკა ბახტაძის განცხადებას ეხმიანება.

 

ბოჟაძის თქმით, მნიშვნელოვანია, როცა პოლიტიკოსი ქვეყნის საშინაო და საგარეო პრობლემებს ასე კარგად აცნობიერებს და ღირსეულად მიდის თანამდებობიდან.

 

„ძალიან ვრცელი და შთამბეჭდავი ანგარიში გამოაქვეყნა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თავისი 14-თვიანი მოღვაწეობის შესახებ. მან, როგორც ახალგაზრდა პოლიტიკოსმა, ყველაფერი გააკეთა, რათა შეესრულებინა „ქართული ოცნების“ და თავისი პირადი დაპირება, თუმცა რა და როგორ გაკეთდა, ამაზე საზოგადოება მომავალშიც იმსჯელებს. მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრი, რომელიც პოსტიდან მიდის, საჯაროდ აბარებს ანგარიშს საზოგადოებას და გამართავს შეხვედრას მედიასთან, ვფიქრობ, ესეც მაღალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრების კარგი მაგალითია. მნიშვნელოვანია, როცა პოლიტიკოსი ქვეყნის საშინაო და საგარეო პრობლემებს ასე კარგად აცნობიერებს და ღირსეულად მიდის თანამდებობიდან“, - წერს ვლადიმირ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

 

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

 

2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი წარდგენის მიზანი და მთავარი მანდატი იყო სწორედ ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ჩარჩოს შექმნა და დანერგვა, რომელიც შემდგომი წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევას, გახდებოდა ქვეყნის განვითარების სახელმძღვანელო.

 

განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისთვის შევასრულე“, - წერს ბახტაძე.

 

როგორც მამუკა ბახტაძე წერს, იქნება „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი.

 

„მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს“, - წერს ბახტაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner