logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ბახტაძე კვლავ გუნდის წევრად რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ...
- +

2 სექტემბერი. 2019. 13:57

 

„ბახტაძე კვლავ გუნდის წევრად რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ კვლავ სარგებლის მომტანი იქნება იმ მომავალი საქმიანობით, რაც მას დაეკისრება“, - ამ სიტყვებით ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში მამუკა ბახტაძის განცხადებას ეხმიანება.

 

„ორიოდე სიტყვით მინდა გამოვეხმაურო ბატონ მამუკა ბახტაძის განცხადებას. საგულისხმოა, რომ წერილში აღნიშნულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა განათლება, თავდაცვა, ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები და ა.შ. ბატონი ბახტაძე კვლავ გუნდის წევრად რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ კვლავ სარგებლის მომტანი იქნება იმ მომავალი საქმიანობით, რაც მას დაეკისრება. მადლობა გადავუხადოთ და წარმატებები ვუსურვოთ მას“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

„2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი წარდგენის მიზანი და მთავარი მანდატი იყო სწორედ ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ჩარჩოს შექმნა და დანერგვა, რომელიც შემდგომი წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევას, გახდებოდა ქვეყნის განვითარების სახელმძღვანელო.

 

განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისთვის შევასრულე“, - წერს ბახტაძე.

 

როგორც მამუკა ბახტაძე წერს, იქნება „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი.

 

„მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს“, - წერს ბახტაძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner