logo_geo
eng_logo
მაია კახიძე: სამწუხაროდ, ჩემს უფროს მეგობრებს კიდევ ერთი გამორჩეული ქართველი გამოაკლდა - ნუგზარ ჯუღელი
- +

3 სექტემბერი. 2019. 01:46

 

ჟურნალისტი და მწერალი მაია კახიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სამწუხაროდ, ჩემს უფროს მეგობრებს კიდევ ერთი გამორჩეული ქართველი გამოაკლდა - ნუგზარ ჯუღელი.

ძალიან, ძალიან დამწყდა გული. ჩემი სტუდენტობიდან ვიცნობდი და მერე ჩვენი ურთიერთობა დიდ მეგობრობაში გადაიზარდა. ნუგზარი ნაღდი თბილისელი იყო (ღმერთო, როგორ მიჭირს წარსულში წერა...), პლეხანოველი გახლდათ, ნამდვილი მემატიანე, ადამიანი - ენციკლოპედია. თან, არასოდეს რომ არ მბეზრდებოდა მასთან სტუმრობა, საუბარი... შეუდარებელი პიროვნება იყო, ჭკვიანი, გემრიელი თბილისელი... როგორ უყვარდა პლეხანოვზე თავისი სახლი. ეს ფოტო სწორედ იმ სახლშია გადაღებული. არასოდეს ხომ არ გამომიშვებდნენ დაუპურებელს: - მთელი დღე დაჰქრიხარო, ვებრალებოდი ნუგზარის მეუღლეს, საყვარელ ლიას... ცოტათი მესაიდუმლეებიც ვიყავით მე და ნუგზარი. ეჰ, რა სკოლა გავიარე, ბევრი გაიმეტეს და დამიტოვეს ამ დიდებულმა ქართველებმა.

 

ჩემს  ერთ-ერთ წიგნში, „ფეხბურთზე მეტი“, დავბეჭდე კიდეც ნუგზარზე ერთი თავი. ახალ წიგნში, რომელიც ოქტომბერში გამოვა, კიდევ შევიტანე ერთი მისი ისტორია, რომელიც მხოლოდ მე ვიცოდი და ახლა, სამწუხაროდ, ბოლოში მივაწერ ჩემთვის ამ მართლაც ტკივილიან ამბავს, რომ აღარ მყავს ჩემი უფროსი მეგობარი, ჩემი ნუგზარ ჯუღელი და საშინლად მტკივა გული.

 

ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს, სრულიად საქართველოს  ნუგზარ ჯუღელის, არაჩვეულებრივი ქართველის, საუცხოო კომენტატორის გარდაცვალებას... ეეჰ, ჩემო ნუგზარ...“ - წერს კახიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner