logo_geo
eng_logo
დავით ახრახაძე: ერთი ვიცი და ფაქტია!..
- +

3 სექტემბერი. 2019. 17:40

 

ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის ვეტერანი დავით ახრახაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ერთი ვიცი და ფაქტია! ვეტერანებისთვის საუკეთესო პრემიერი იყო ივანიშვილი და ღარიბაშვილი....

 

1) შეიქმნა ვეტერანების სამსახური;

 

2) ყველა ომში დაღუპულის ოჯახს დაენიშნა 1000-ლარიანი დახმარება სიცოცხლის ბოლომდე;

 

3) ვეტერანებს ეღირსათ ძალიან მაგარი დაზღვევა და აღარ აქვთ ავადმყოფობის გამო სახლის გაყიდვის შიში;

 

4) პენსიები გაეზარდათ საკმაოდ;

 

5) ამპუტირებულებს გაუკეთდათ უმაღლესი დონის პროთეზები;

 

6) სახელმწიფომ ცნო ვეტერანი ადამიანად... (მიშას დროს რაც იყო, კი ვიცით).

 

ეს უბრალოდ რაც ბიძინას და ღარიბაშვილის დროს გაკეთდა იმ მოკლე დროში... გასაკეთებელი კიდევ ბევრია! და იმედია, უკეთესობა აწი მაინც იქნება“, - წერს ახრახაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner