logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: შენობაში უცხო პირთა დაშვების მართვა პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით ხდება
- +

4 სექტემბერი. 2019. 20:36

 

„მთელი დღის განმავლობაში მედიით ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია პარლამენტის შენობაში მოქალაქეების დაშვების საკითხზე“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, ზოგად წესში ცვლილება არის შეტანილი ივნისში, უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე.

 

„დღეს, მთელი დღის განმავლობაში მედიით ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია პარლამენტის შენობაში მოქალაქეების დაშვების საკითხზე.

 

სამწუხაროა, რომ ამ ინფორმაციის წყარო გახდა სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლის კომენტარი, რომელმაც არასწორი ინფორმაცია მიაწოდა აქციის მონაწილეებს.

 

მინდა, ვთხოვო შესაბამის სამსახურს, მომავალში სათანადოდ უზრუნველყონ საკუთარი თანამშრომლების ინფორმირება და შეცდომაში ნუ შეიყვანენ ნურც აქციის მონაწილეებს და ნურც საზოგადოებას.

 

შენობაში უცხო პირთა დაშვების მართვა პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით ხდება და ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება.

 

აღნიშნულ აქტში, ანუ ზოგად წესში ცვლილება არის შეტანილი ივნისში, უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე. ამ ცვლილებაზე არის ჩემი ხელმოწერა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე ვიღებ გადაწყვეტილებას შენობაში ვინ უნდა შემოვიდეს და ვინ არა“, - წერს თამარ ჩუგოშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner