logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: ნუთუ, ოდნავ მაინც არ გრცხვენიათ?!
- +

5 სექტემბერი. 2019. 01:37

 

„12 წელია, თითოეული აღმოჩენა, რომ ვინმე ჩემიანი მამაჩემის მკვლელებს პოლიტიკურად თანაუგრძნობს, ტყვიასავით მხვდება. განსაკუთრებით, ვკვდები, როდესაც ეს შეფარულია. არ ვიცი, ასეთ დროს, რომელი უფრო მირევს გულს - ადამიანების სიბრიყვე თუ მერკანტილურობა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ამ „აღმოჩენით“ ჯერ შოკში ვვარდები ხოლმე, მერე უკვე ინდეფერენტული ვხდები, ან ვინც მიყვარდა, ისევ მიყვარს, თავისი სიბრიყვითა თუ მერკანტილურობით. მოგეხსენებათ, საკუთარი არაფერი ყარს და გრძნობებში, სუბიექტური ვარ მეც.

 

ვერავის დავავალდებულებ, ვინმე მოსწონდეს, ან სძულდეს. უბრალოდ, ვერაფრით ვხვდები - აქეთ ჩემზე რომ იფხრიწებიან და მამაჩემზე ცრემლებს აღვარღვარებენ, იქით - მის მკვლელებს ტაშს როგორ უკრავენ, ამას როგორ ათავსებენ ერთმანეთთან? რას ფიქრობენ, კი, ჩააახრჩვეს სისხლში ეს ოჯახი, მაგრამ რა უჭირს მერეო? თუ რას, რას?! აქ ვიჭრები და ფიქრს აღარ ვაგრძელებ ხოლმე... თითქოს, მივეჩვიე კიდეც და გამოწრთობილი ვარ ჩემი აზრების ჩახშობაშიც. ვერავინ იტყვის, რომ ვინმე ამის გამო დამიკარგავს. ყველა თავად აგებს პასუხს თავის სინდისთან და ღმერთთან. მეტი საქმე არ მაქვს, სხვის სინდისზე, ან სიბრიყვეზეც მე ვიდარდო...

 

უბრალოდ, რომ აღარ ამოიწურა ეს ,,აღმოჩენები“ და მისკდება გული, რა გავაკეთო? ადამიანი ვარ! ახლა, ამას რომ ვწერ, იმას განვიცდი, ვინმეს გული არ ვატკინო-მეთქი და თქვენ, ნუთუ, ოდნავ მაინც არ გრცხვენიათ, თურმე, რა დღეში ყოფილხართ და თვალებში როგორ მიყურებთ?!“ - წერს შარაძე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner