logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: ტყვიის ნიმუშით დადასტურდა, რომ გამოყენებული იყო არალეტალური, კანონით დაშვებული საშუალებები
- +

7 სექტემბერი. 2019. 12:14

 

„დღეს პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან პასუხი გაეცა ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას და ოპოზიციის ნაწილის ყველაზე უტიფარ ტყუილს, რომ თითქოს გამოყენებული იყო აკრძალული, სიცოცხლისთვის საშიში რეზინის ტყვიები. ფაქტით, ტყვიის ნიმუშით დადასტურდა, რომ გამოყენებული იყო არალეტალური, კანონით დაშვებული საშუალებები“, - ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის დირექტორი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან გაეცა პასუხი ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას და ოპოზიციის ნაწილის ყველაზე უტიფარ ტყუილს, რომ თითქოს გამოყენებული იყო აკრძალული, სიცოცხლისთვის საშიში რეზინის ტყვიები. ფაქტით, ტყვიის ნიმუშით დადასტურდა რომ გამოყენებული იყო არალეტალური, კანონით დაშვებული საშუალებები. ძალიან მტკივა მაკოს, გიორგის და ბესიკის დაკარგული თვალი, იმედია, აღარასდროს იქნება საქართველოში რეზინის ტყვიების გამოყენების საჭიროება. მისასალმებელია, რომ ხელისუფლება და პრემიერმინისტრობის კანდიდატი არ გაურბის პასუხისმგებლობას, სამწუხაროა, რომ არ მიეცა ბევრ სხვა კითხვაზეც არგუმენტირებული პასუხების გაცემის საშუალება“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

 

მისი თქმით, საგულისხმოა, რომ სწორედ დღეს ჩატარდა ხაზარაძე-ჯაფარიძის უფლებადამცველების პრესკონფერენცია სადაც გაჟღერდა, რომ 6 თვის შემდეგ დასასრულს უახლოვდება „ცნობილი“ წერილის ექსპერტიზა და რომ ოპოზიციის გალანძღულ, ნაგინებ სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართავენ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner