logo_geo
eng_logo
თამარ მახარობლიძე: ოპოზიცია დარბაზში ისეთი პირის შემოშვებას ითხოვდა, რომელიც არათუ პარლამენტთან, არამედ თბილისში საერთოდ არ იმყოფებოდა
- +

7 სექტემბერი. 2019. 12:16

 

 

„როდესაც ოპოზიცია მუდმივად აჟღერებს, რომ ხელისუფლება შეკითხვებს გაურბის, ალბათ, პირველი შემთხვევა იყო დღეს, როდესაც პრემიერობის კანდიდატს პასუხების გაცემას არ აცდიდნენ“, - ამის შესახებ სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„არააკადემიურ, არასერიოზულ ფორმატში მიმდინარეობდა პრემიერმინისტრობის კანდიდატის მოსმენა საქართველოს პარლამენტში. ოპოზიციის მხრიდან იყო კვლავ და კვლავ მხოლოდ იმის მცდელობა, რომ საზოგადოებამ სიცრუეში იცხოვროს. კანდიდატმა ირმა ნადირაშვილს პირადად გადასცა რეზინის ტყვია, რომელსაც პირდაპირ აწერია, რომ არ არის ლეტალური; ოპოზიცია ასევე ითხოვდა დარბაზში ისეთი პირის შემოშვებას, რომელიც არათუ პარლამენტთან, არამედ თბილისში საერთოდ არ იმყოფებოდა და ა.შ. როდესაც კანდიდატი პასუხის გაცემას ცდილობდა, აწყვეტინებდნენ, მიკროფონს უთიშავდნენ და მალე დარბაზიც დატოვეს. იმ პირობებში, როდესაც ოპოზიცია მუდმივად აჟღერებს, რომ ხელისუფლება შეკითხვებს გაურბის, ალბათ, პირველი შემთხვევა იყო, როდესაც პრემიერობის კანდიდატს პასუხების გაცემას არ აცდიდნენ. არცერთი შეკითხვა არ იყო დასმული მომავალი გეგმების შესახებ, პროგრამის შესახებ, თუნდაც განვლილი მოღვაწეობიდან რომელი ფაქტის, რეალური ფაქტის შესახებ“, - წერს სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner