logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: სანამ ეს სიძულვილის აგენტები პოლიტიკურ და საინფორმაციო ველზე ბატონობენ, საქართველოს ჯანსაღი განვითარება შეუძლებელია
- +

7 სექტემბერი. 2019. 15:47

 

 

 

თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს.

 

„ეშმაკი იმ დუჟიდან იშვა, რომელიც განრისხებულ ანგელოზს მართალი და წმინდა საქმისათვის ბრძოლისას პირზე მოედო.

 

ყველაფერი მტვრად იქცევა - ქვეყნები და სისტემები - მარადიულია მართალი საქმისათვის. მებრძოლთა სიძულვილი.

 

ამის გამო და ამის შემდეგ ბოროტებას დედამიწაზე საზღვარი არა აქვს.

 

რაც ამას მივხვდი, ვთვლი, რომ „პოლემიკის სტილს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მის შინაარსს“.

 

პომერანცის ეს სიტყვები პარლამენტში მიმდინარე მოვლენების ცქერისას გამახსენდა.

 

ფორმა და სტილი, რომლითაც მოქმედებდა ორსახოვანი ნაც-იანუსი, ყოველგვარ აზრს უკარგავდა მსჯელობას, არგუმენტების მოყვანას და საკითხების განხილვას.

 

როგორც ყველამ ვნახეთ, არც ნივთიერი მტკიცებულება არ არის ამათთვის არგუმენტი.

 

აწერია არალეტალური, მაგრამ ნადირაშვილისთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.

 

სელექცია, რომლითაც ეს ადამიანები გამოიყვანეს ასეთი ჯიშობრივი სისუფთავით ყოველგვარი ადამიანურისგან, მართლაც საოცარია.

 

ასევე საოცარია აგრესიის და სიძულვილის ხარისხი.

 

ხმები ეშმაკის განდევნისას ბორგვნილის მიერ გამოცემულ ხმებს ჰგავდა, ამერიკული საშინელებათა ფილმებიდან.

 

არსებობს ჰიდროსტატიკური კანონის ფენომენი კამათისას. ერთ მხარეს რომ აინშტაინი დააჯინო და მეორე მხარეს სამადაშვილი, ცოტა ხანში, აინშტაინი სამადაშვილს დაემგვანება, რადგან სამადაშვილი მას ლანძღვას დაუწყებს და აინშტაინს თავის დონეზე დაიყვანს.

 

ამიტომაცაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ ეს ეშმაკეული ცოფისგან დუჟმორეული ადამიანები პოლიტიკას ჩამოშორდნენ.

 

წინააღმდეგ შემთხვევაში, გააგრძელებენ ქვეყნის სიძულვილის უფსკრულში ჩათრევას.

 

ამის შედეგები კი უკვე იმათთვისაც კი ნათელი გახდა, ვისაც გონება კოჰაბიტაციური ბანგით ჰქონდა დაბინდული და ხელოვნურად ინარჩუნებდა დიხოტომიას ძალაუფლებაში ყოფნის გახანგრძლივების მიზნით.

 

ამ მხრივ გახარიას სიტყვები იმედისმომცემი იყო.

 

სანამ ეს სიძულვილის აგენტები პოლიტიკურ და საინფორმაციო ველზე ბატონობენ, საქართველოს ჯანსაღი განვითარება შეუძლებელია.

 

ვერც ხელისუფლებას ეყოლება ჯანსაღი და საგნობრივი ოპონენტი.

 

უნდა მოხერხდეს ამის მიღწევა 2020 წლის არჩევნებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში გავაგრძელებთ სასიკვდილო რბოლას წარმოსახვით წრეზე, იმ ჭიანჭველების არ იყოს, რომელთა შესახებ ბევრჯერ დამიწერია...“ - წერს სოსო მანჯავიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner