logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ნაცები-ევრონაცები ძალიან შეშინებულები ჩანან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ...
- +

8 სექტემბერი. 2019. 12:56

 

„ნაცები-ევრონაცები ძალიან შეშინებულები ჩანან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ახალ მთავრობაში მართლაც ძლიერი მენეჯერები და პოლიტიკოსები არიან“, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

ექსპერტის თქმით, ტრამპის მთავრობა და ადმინისტრაცია სავსეა პროფესიონალი გენერლებით, რომ არაფერი ვთქვათ სახელმწიფო მდივანზე, რომელიც სულ ცოტა ხნის CIA- ს ხელმძღვანელობდა.

 

„ზურაბ ჭიაბერაშვილმა საქართველოს მთავრობას ძალოვანი მინისტრებით დაკომპლექტებული რუსული სცენარი უწოდა და თავისი შეშფოთება გამოხატა. შეშფოთებელ-შეშინებულები მართლაც ჩანხართ ნაცევრონაცები, როგორც ჩანს მართლაც ძლიერი მენეჯერებს და პოლიტიკოსებს ხედავთ ახალ მთავრობაში. ისე, ცნობისათვის, ტრამპის მთავრობა და ადმინისტრაცია სავსეა პროფესიონალი გენერლებით, რომ არაფერი ვთქვათ სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოზე, რომელიც სულ ცოტა ხნის CIA-ს ხელმძღვანელობდა. ასეა, ვითომ ლიბერალებს მათი დახმარებით ებრძვიან“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner