logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ნუ გვიწვევთ, ვეუბნები ბოკერია-სააკაშვილის პარტაქტივს!..
- +

9 სექტემბერი. 2019. 12:30

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ძალადობას ამართლებთ?“-, მკითხა დღეს ჟურნალისტმა. რა თქმა უნდა, არ ვამართლებ! არც მე და არც ნებისმიერი ჭკუათმყოფელი ადამიანი, მაგრამ ძალადობა მარტო ფიზიკური შეხლა-შემოხლა, ცემა და წამება არ არის. ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ფორმა ადამიანის ღირსების შელახვაა, ადამიანის შეურაცხყოფაა და რაც პარლამენტის შესასვლელთან ხდება, ესაა ძალადობა მიმართული ადამიანის ღირსების წინააღმდეგ, ამიტომ ვინც ემზარ კვიციანს კბენს, წარმოიდგინოს საკუთარი თავი მის ადგილზე. ძალადობის ამ ფორმის მიზანია დაურღვიოს ე. წ. მსხვერპლს წონასწორობა. მერე კი, საკუთარი თავი წარმოაჩინოს მსხვერპლად.

 

ამდენად, დეპუტატია, თუ არადეპუტატი, ყველას აქვს ღირსება. დამიძახო „მოღალატე“ (როცა არა ვარ) ნიშნავს, რომ მიწვევ ემოციური აფეთქებისკენ. ნუ გვიწვევთ, ვეუბნები ბოკერია-სააკაშვილის პარტაქტივს, რომელიც საკუთარ თავს ე.წ. ახალგაზრდა აქტივისტებს უწოდებს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

 

გასათვალისწინებელია ისიც, ვინ გეძახის მონას და მოღალატეს. როცა ამას არამართალი ხალხი აკეთებს, ასმაგად დამთრგუნველია“, - წერს ინაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner