logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: გამოხატვის თავისუფლება არ იძლევა ადამიანის შეურაცხყოფის უფლებას! დროა ამ სადო-მაზოხიზმს ბოლო მოეღოს
- +

9 სექტემბერი. 2019. 14:18

 

 

„გამოხატვის თავისუფლება არ იძლევა ადამიანის შეურაცხყოფის უფლებას“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი სოსო მანჯავიძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ნებისმიერი ადამიანი, ვისაც მოღალატეს და მონას ეძახიან, ლანძღავენ და ყურში ჩასტვენენ, შეიძლება გამოვიდეს მწყობრიდან და აფექტის მდგომარეობაში გააკეთოს ის, რისკენაც უბიძგებენ ეს პროვოკატორები...

 

ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე ვიტყვი, რომ ემზარის რეაქცია ასახავდა საქართველოს მოსახლეობის განწყობას იმ ზღვარგადასული უხამსობის, უზრდელობის, სიცრუის, მავნებლობისა ბოროტების მიმართ, რომელიც ამ სექტამ თავს მოგვახვია და რომელსაც ასე უსუსურად შესცქერის ხელისუფლება.

ეს უსუსურობა კარგა ხანია მავნებლობაში გადავიდა.

დროა ამ სადო-მაზოხიზმს ბოლო მოეღოს.

დაავადდა ხალხი“, - წერს მანჯავიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner