logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ყველა საინფორმაციო საშუალების საყურადღებოდ ვწერ!..
- +

10 სექტემბერი. 2019. 02:18

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ყველა საინფორმაციო საშუალების საყურადღებოდ ვწერ: ემზარ კვიციანი არავისთან არ მისულა! ემზარ კვიციანი გამოვიდა საქართველოს პარლამენტის შენობიდან და მიემართებოდა არა აქტივისტებისკენ, არამედ გამოძახებული ტაქსის მიმართულებით! მეორე - ემზარ კვიციანი არავის არ დასხმია თავს, ემზარ კვიციანს დაესხნენ თავს და მან დაიცვა საკუთარი ღირსება. გასაგებია, რომ კამათი მიდის თავდაცვის ფორმაზე, მაგრამ გეუბნებით მკაფიოდ: გადახედეთ სისხლის სამართლის კანონმდებლობას. კანონი ცალსახად გვეუბნება, რომ ვინც ადამიანს (მიზანმიმართული პროვოკაციის გზით) მიიყვანს ემოციურ აფეთქებამდე, ის ისჯება! ისჯება! თუ არ ვცდები 3 წელია სასჯელი.

 

ვაგრძელებ: პარლამენტის შენობის შესასვლელთან მობილიზებულია ბოკერია-სააკაშვილის რამდენიმეკაციანი პარტაქტივი. ეს არაა უბრალოდ ახალგაზრდების ჯგუფი. რომელია ნეიტრალური, თან, ახალგაზრდა აქტივისტი: სააკაშვილის მედიაზონდერი გიორგი კაპანაძე? კლონირებული ბოკერია - ვინმე რუხაძე? თუ ერთ დროს რუსეთით აღტაცებული ვინმე მაქარაშვილი? ესაა პროვოკატორთა ჯგუფი და მოვითხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, - დროულად იმოქმედონ და აღკვეთონ ამ პროვოკატორების ქმედება, რომლებიც რეალურად დეპუტატებზე ახორციელებენ ფსიქოლოგიურ ტერორს, მორალურ ტერორს და იწვევენ დანაშაულის ჩადენისკენ. თუ ამ ჯგუფის ქმედება დროულად არ მოექცევა კანონის ფარგლებში, საპროტესტო აქციების მოწყობა როგორი უნდა, ამას ხელისუფლებასაც ვაჩვენებ და ბოკერია-სააკაშვილის ცხვრებსაც! მართლა ნუ გადა.... ვით თავზე! ჯერ ადამიანები ვართ, ღირსება გვაქვს და მერე ვართ დეპუტატები!

 

ჟურნალისტებს კი, მოვუწოდებ: ობიექტურად გააშუქონ მოვლენები. ჯერ დაიწერა, რომ ემზარ კვიციანი დაესხა აქტივისტებს თავს, მერე ეს „ნიუსი“ წაიშალა, ახლა ისევ იწერება, რომ ემზარ კვიციანი მიემართებოდა აქტივისტებისკენ. სირცხვილი ესაა, კოლეგებო, განსაკუთრებით, „იმედსა“ და „ინტერპრესნიუსს“ ეხება!“ - წერს ინაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner