logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: დიდი ბედნიერებაა, იყო იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად მზად არიან ემსახურონ სამშობლოს
- +

13 სექტემბერი. 2019. 00:08

 

„მეგობრებო, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი სითბოსა და გამოხატული ნდობისათვის, რაც უდიდესი სტიმული და პასუხისმგებლობაა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავდაცვის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დიდი ბედნიერებაა, იყო იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად მზად არიან ემსახურონ სამშობლოს და უზრუნველყონ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება.

 

თავდაცვის სამინისტროში მუშაობა უდიდესი პასუხისმგებლობაა საქართველოს სადარაჯოზე მყოფი ყოველი ჯარისკაცისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების მარადიული ხსოვნის წინაშე.

 

მინდა გამოცხადებული ნდობისათვის დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს.

 

ეს ის პასუხისმგებლობაა, რომლისთვისაც ბოლომდე იხარჯებიან. მე მჯერა თქვენი თანადგომის ძვირფასო მეგობრებო.

 

ვემსახურებით საქართველოს“, - წერს რატი ბრეგაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner