logo_geo
eng_logo
დავით ლილუაშვილი: „ნაცები“ და „ევრონაცები“ ვერც ხვდებიან, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ!
- +

13 სექტემბერი. 2019. 23:16

 

 

უფლებადამცველი დავით ლილუაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ნაცები“ და „ევრონაცები“ ვერც ხვდებიან, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ!

 

ისინი ერთის მხრივ ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებს წააგებს, ხოლო მეორეს მხრივ აცხადებენ, რომ არჩევნების შემდეგ ამა თუ იმ ოპოზიციურმა პარტიამ არ უნდა შექმნას „ოცნებასთან“ ერთად კოალიციური მთავრობა და აღნიშნულთან დაკავშირებით ტესტავენ და პრესინგს უწყობენ ოპოზიციურ სპექტრს!

 

შეგახსენებთ, რომ კოალიციურ მთავრობას ქმნის არა წაგებული, არამედ პირველ ადგილზე გასული პარტია, რომელმაც უბრალოდ ვერ მიიღო არჩევნების შედეგად 50%-ზე მეტი... მოკლედ, თვითონვე აღიარებენ, რომ 2020 წლის არჩევნებში პირველ ადგილზე გავა „ოცნება“!“ - წერს ლილუაშვილი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner