logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: მამუკა ხაზარაძეს, უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტში რუსეთში მოქმედი ყაზახი ბიზნესმენების ჩართვა სურს
- +

20 სექტემბერი. 2019. 18:51

 

 

„მამუკა ხაზარაძეს, უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტში, რუსეთში მოქმედი ყაზახი ბიზნესმენების ჩართვა სურს, ღალატი და მავნებლობაა“, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

ექსპერტის თქმით, მნიშვნელოვანია იმის გახსენებაც, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაზე სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში ანაკლიის განვითრების კონსორციუმს მიენიჭა უპირატესობა, ის იყო, რომ მათ ამერიკული „კონტი ჯგუფი“ ჰყავდათ პარტნიორად:

 

„ანაკლიის პროექტთან მიმართებით მოგეხსენებათ, რომ კონტრაქტის მიხედვით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს პორტის მართვაში გამოცდილი, იმ ტიპის ინვესტორის მოზიდვა ევალებოდა, რომლის გამოცდილებასა და რეპუტაციასთან დაკავშირებით არავითარი კითხვები არ იარსებებდა. მეტიც, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები ღიად აცხადებდნენ, რომ პროექტის განხორციელებაში აუცილებლად მიაჩნდათ სწორედ დასავლური ინვესტიციების მოზიდვა. მნიშვნელოვანია იმის გახსენებაც, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაზე სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში ანაკლიის განვითრების კონსორციუმს მიენიჭა უპირატესობა, ის იყო, რომ მათ ამერიკული „კონტი ჯგუფი“ ჰყავდათ პარტნიორად. შემდგომში, მოვლენები ისე განვითარდა, რომ ამერიკული „კონტი ჯგუფი“ საერთოდ გავიდა პროექტიდან და სწორედ ამ ფონზე, მამუკა ხაზარაძეს, ჩვენი ქვეყნისა და დასავლეთის პარტნიორებისთვის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტში, რუსეთში მოქმედი ყაზახი ბიზნესმენების ჩართვა სურს. ეს არის ღალატი და მავნებლობა“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner