logo_geo
eng_logo
მაია კახიძე: დღეს ჯანსუღ ჩარკვიანი 88 წლის გახდებოდა!
- +

30 სექტემბერი. 2019. 22:30

 

მწერალი და ჟურნალისტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს ჩემი საყვარელი უფროსი მეგობრის დაბადების დღეა, 88 წლის გახდებოდა ჯანსუღ ჩარკვიანი.

 

მასთან ურთიერთობა სულ სხვა სამყარო იყო. მადლობელი ვარ მამის, ისინი რომ მეგობრობდნენ, სწორედ ბავშვობიდან დაიწყო ჩემი და ჯანსუღის ურთიერთობა. ის ჩემი პირველი კრებულის წინასიტყვაობის ავტორია და ეს ბევრს მავალებს, უფრო მეტი ვაკეთო ამ ასპარეზზე. ბევრი მასწავლა, ბევრი ვისწავლე და გამოვიზარდე ასეთი ბუმბერაზი და შეუდარებელი ქართველის გვერდით.

 

ჩემო ძვირფასო ადამიანო! გილოცავ დღეობას! ჰო, ზეციურ საქართველოში გილოცავ და საკუთარ გულში გულით გეფერები! მახსოვხარ სულ, სულ! ყველას ვულოცავ ამ დღეს, ვისაც უყვარხარ და ახსოვხარ ჩემსავით, ვანოსავით, თაკოსავით, ირმასავით...

 

ამ პატარა ლექსით კი რამდენი გვითხარი?!.

 

განშორება

შენ ნუ გგონია,

რამეს ვდარდობ,

რამეს მივტირი,

ნურც იმას ფიქრობ,

უზენაესს რამეს შევუთქვამ, _

მე მიჭირს

შენთან გაშორება,

თორემ სიკვდილი?

სიკვდილი რაა –

სულის გაყრა

ცოდვილ სხეულთან“, - წერს მაია კახიძე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner