logo_geo
eng_logo
ია თინიკაშვილი: ვერ წაადგება „ლელოს“ ეს ნაბიჯი
- +

1 ოქტომბერი. 2019. 14:21

 

 

„რაზმაძეების ოჯახს 2008 წლის ომის შემდეგ გუგუტიანთკარში არ უცხოვრია, ახლა ეუბნებიან, კოტეჯს იმ შემთხვევაში მოგცემთ, თუ გუგუტიანთკარში დასახლდებითო“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ია თინიკაშვილის სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, რაზმაძეების ოჯახს 2008 წლის ომის შემდეგ, ანუ მას შემდეგ არ უცხოვრია გუგუტიანთკარში, რაც მათი სახლი დაზიანდა ომის დროს და ცხვირწინ ე.წ. საზღვარი გაუვლეს. ეს ოჯახი ლტოლვილის სტატუსით 2009 წელს მიღებული კომპენსაციით შეძენილ სახლში გორში ცხოვრობს.

 

„სრულიად გაუგებარი და უხერხული ვითარება შეიქმნა - რაზმაძეების ოჯახისთვის დაპირებული ხის კოტეჯის კონსტრუქცია მოძრაობა ,,ლელომ“ გორის მერიასთან მიაყენა და მუნიციპალიტეტს გუგუტიანთკარში მიწის გამოყოფას სთხოვს, რაზმაძეები კი ამბობენ - თუ ეს კოტეჯი ჩვენ გვაჩუქეთ, გორში დაგვიდგით სახლთან და ადგილს თავად გამოვუძებნითო, რაზეც უარი მიიღეს - მთავარი პირობაა, რომ გუგუტიანთკარში იცხოვროთო. არადა, რაზმაძეების ოჯახს 2008 წლის ომის შემდეგ, ანუ მას შემდეგ არ უცხოვრია გუგუტიანთკარში, რაც მათი სახლი დაზიანდა ომის დროს და ცხვირწინ ე.წ. საზღვარი გაუვლეს. იმის შემდეგ, ლტოლვილის სტატუსით გორში ცხოვრობს ეს ოჯახი 2009 წელს მიღებული კომპენსაციით შეძენილ სახლში და ახლა ეუბნებიან, ამ კოტეჯს იმ შემთხვევაში მოგცემთ, თუ ისევ იქ დასახლდებითო, თუ არა და, იქ მაცხოვრებ სხვა მეპატრონეს გამოვუძებნითო... რაღას ანანიებთ, კაცო, თუ აჩუქეთ, მიეცით. არ წაადგება „ლელოს“ ეს ნაბიჯი“, - წერს ია თინიკაშვილი.

 

https://www.facebook.com/ia.tinikashvili/posts/2605532862818223

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner