„რომან გოცირიძე და მთელი ოპოზიცია ფიქრობენ, რომ ეს არის რუსული პროექტი. ეჰ, ქალბატონო მადლენა, რაებს გვატყუებთ?“ - ჟურნალისტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი მადლენ ოლბრაიტის განცხადებაზე ოპოზიციის გამოხმაურებას სოციალურ ქსელში პასუხობს.
„მაგრამ რომან გოცირიძე და მთელი ოპოზიცია ფიქრობენ (ფიქრობენ კი არა, დარწმუნებულნი არიან), რომ ეს არის რუსული პროექტი. ეჰ, ქალბატონო მადლენა, რაებს გვატყუებთ? (ბესელია და თაკო ჩარკვიანი დამავიწყდა).აუცილებლად, ანაკლიის კონსორციუმში უნდა შემოვიდნენ ყაზახ-რუსები და ის იქნება დასავლური პროექტი...“ - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.