logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე: სამართალდამცავებმა დაუყოვნებლივ უნდა შეაფასონ შემთხვევა
- +

5 ოქტომბერი. 2019. 19:35

 

 

„სამართალდამცავებმა დაუყოვნებლივ უნდა შეაფასონ შემთხვევა და მოახდინონ ადეკვატური რეაგირება“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თბილისის საკრებულოს დეპუტატს თანამშრომელი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

 

„ძალიან მძიმე იყო გუშინ, მასმედიის საშუალებით, გავრცელებული ინფორმაციის მოსმენა, სექსუალური ძალადობის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით.

 

სექსუალური ძალადობისგან და შევიწროებისგან დაცვის საშუალებები შექმნილია, ხოლო კანონის წინაშე ყველა თანასწორია და თითოეული მოძალადე უნდა დაისაჯოს, განურჩევლად მისი თანამდებობრივი კუთვნილებისა.

 

სამართალდამცავებმა, დაუყოვნებლივ უნდა შეაფასონ შემთხვევა და მოახდინონ ადეკვატური რეაგირება“, - წერს თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში.

 

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს თანაშემწე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner