logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: არ მინდოდა დამესახელებინა, მაგრამ...
- +

7 ოქტომბერი. 2019. 01:04

 

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„არ მინდოდა დამესახელებინა, მაგრამ... რამდენადაც ძალიან კარგი და შესანიშნავი ექიმი შეგვხვდა ქევანიშვილი-ჯაფარიძის კლინიკაში, იმდენად უმსგავსოა წესები... მე, როგორც მამა, დღეს ცოცხალი თავით არ მომცეს ბავშვთან ღამის გათენების უფლება, შესაბამისად ბავშვის დახმარება და ასევე ცოლის თანადგომა... კიდევ უარესი... ერთი საწყალი სკამი მისცეს ჩემს ცოლს ღამის გასათენებლად... პაციენტთან... თან მოვლა, თან ღამის გათენება სკამზე...

 

პალატაში საწოლია თავისუფალი და მედპერსონალმა სრულიად უზნეოდ მიუთითეს ჩემს მეუღლეს, რომ თუ პაციენტს მიიღებდნენ, რომელი საათიც გინდა იყოს, ააგდებენ მეუღლეს ლოგინიდან...

 

თუ ვინმე ამ კლინიკის ადმინისტრაციას იცნობთ, იქნებ უთხრათ, რომ გარდა იმისა, რომ უზნეოდ იქცევიან, ადამიანებს დამამცირებლად ეპყრობიან. მერე ვინმეს რომ ნერვები არ ეყოფა, კიდევ იქით შეედავებიან ხოლმე.

 

აქვე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ კლინიკის ექიმს, რომელმაც ოპერაცია გაუკეთა კონსტანტინეს - ლიკა ლომიძეს, ბრწყინვალე, კვალიფიციურ მედიკოსს, შეგნებულ და პოზიტიურ ადამიანს, რომელმაც იცის პაციენტებთან ურთიერთობა.

 

p.s. მე რასაც ვუყურებ, ექიმებსაც საკმაოდ მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა და იქნებ ვინმე დაინტერესდეს ამით...“ - წერს გამზარდია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner