logo_geo
eng_logo
როლანდ ახალაია გიგა ბოკერიას და დავით ბაქრაძეს: ლომის წვლილი მიგიძღვით ჩვენი ოჯახის განადგურებაში
- +

17 ოქტომბერი. 2019. 10:46

 

 

„გადავწყვიტე ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ ბოკერია-ბაქრაძის ინიციატივაზე. არც ერთი არ მყავს მეგობრებში, მაგრამ ვიცი, „ჩიტები“ მიუტანენ ამბავს. ნაძირლობა ცუდია, მაგრამ ის უფრო უარესია, როცა ფსკერს ქვემოთაა. წლებია, ხმა არ ამოგიღიათ თქვენს თანამებრძოლ პოლიტიკურ ტუსაღებზე და ვის ჰპირდებით პოლიტიკურ ამნისტიას, ალბათ, თქვენ თავსაც გულისხმობთ, რადგან არანაკლებ წვლილი მიგიძღვით მათ პოლიტიკურ დევნაში“, - ამის შესახებ ყოფილი დეპუტატი როლანდ ახალაია სოციალურ ქსელში წერს.

 

„თქვენი წინასწარი განზრახულობაც ხომ ეგ იყო, რამდენიმე პირისთვის შეგეხოცათ ხელი და გათეთრებულები დარჩენილიყავით. მიუხედავად იმისა, ივანიშვილთან გარიგებულები ხართ, მაინც წარმოუდგენლად მიმაჩნია, თქვენ ხელისუფლებაში მოხვიდეთ და თქვენი გადასაწყვეტი იყოს, ვინ იქნება უფრო მაღლა - თქვენ თუ კანონი. ნუ გვაღიზიანებთ გამწარებულ ოჯახებს, თორემ ეს უსამართლობით გამოწვეული ისედაც პიკზე მყოფი „აგრესია“ თქვენკენ მობრუნდება და მაინც არ გისურვებთ მის განცდას, მიუხედავად იმისა, ლომის წვლილი მიგიძღვით ჩვენი ოჯახის განადგურებაში. ეს არაა ლიტონი სიტყვები და ის აღსრულებადია. ამაში დარწმუნდებით, როცა შესაფერისი დრო დადგება. საჯაროდ არაფერი გვითქვამს, ეს არ ნიშნავს იმას, არ ვიცოდეთ, რა ხდებოდა ჩვენს თავს და ვის რა წვლილი მიუძღვით. არაფერი არ იმალება ხოლმე. მით უმეტეს ჩვენნაირ ერში. და ბოლოს, ძალიან რომ არ გამიგრძელდეს. დღემდე არაფერი მითქვამს და აზრიც არა აქვს, მაგრამ მაინც ვიტყვი. გუნავა, შე არარაობავ, რა გადაგიხადეს ამდენი, რომ ყველაფერი გაყიდე, რისი გაყიდვაცაა შესაძლებელი. რას ეტყვი შენს შვილებს, როცა წამოიზრდებიან. არა მგონია, ყველა ბუნებით შენ დაგემსგავსოს და ნამუს-უნამუსობა არ გაარჩიონ. როგორ თანაცხოვრობ შენი სიყრმის მეგობრების მტრებთან და რა ნამუსით შეგაქვს მათგან ნაბოძები და ღალატის სუნით გაჟღენთილი „სიკეთე“ ოჯახში? ბოდიშს გიხდით facebook-მეგობრებო. უბრალოდ პატარა ამონახეთქია იმ უსამართლობისა და ღალატისაგან დაგროვილი მუხტისა, რასაც 7 წელია თან ვატარებ. შეიძლება ზოგს მოეწონოს, ზოგს არა, მაგრამ ვერ იტევს გული ამდენ პირადი კეთილდღეობისათვის მებრძოლი არაკაცების მოღალატურ ქმედებებს. მწამს, აუცილებლად დადგება ჟამი მოკითხვისა თუ განკითხვისა. თუ ბედმა მარგუნა, მოვესწრები. თუ არა და, ცხოვრება გრძელდება და მომკითხავი მუდამ იქნება“, - წერს ახალაია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner