logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: აბასთუმნის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი ახალი, უნიკალური პროექტის განხორციელება გადაწყვიტა
- +

29 ოქტომბერი. 2019. 15:15

 

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება.

 

როგორც ექსპერტი წერს, წყალტუბოს კურორტს სრული აღდგენა-რეაბილიტაცია საერთაშორისო მნიშვნელობის დასვენების ცენტრად გადააქცევს.

 

„ძველი, დანგრეული კურორტიდან ახალი საერთაშორისო მნიშვნელობის ტურისტულ ცენტრამდე.

 

აბასთუმნის (და მრავალი პროექტის) შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი ახალი უნიკალური პროექტის განხორციელება გადაწყვიტა წყალტუბოში (ისე ვერ ვითმენ და ვიღაც-ვიღაცებს მაინც მინდა შევახსენო, რომ მარტო ამაზონის ტყეები არ აწუხებს ამ ოჯახს).

 

პროექტის, რომელიც მოიცავს წყალტუბოს კურორტის სრულ აღდგენა-რეაბილიტაციას და თანამედროვე, საერთაშორისო მნიშვნელობის დასვენების ცენტრად გადაქცევას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ იმავე პროექტის ფარგლებში მოხდება რაჭა-ლეჩხუმისა და იმერეთის ისტორიული ძეგლების რესტავრაცია და განახლება, თავის ახალი სამუშაო ადგილებით, რომელიც მთლიანობაში ახალ სიცოცხლეს შესძენს საქართველოს ულამაზეს რეგიონებს და ძველი საბჭოური კურორტიდან საერთაშორისო მნიშვნელობის ცენტრად გადააქცევს!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

დღეს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა განცხადება, სადაც წყალტუბოს აღორძინების პროექტზეა საუბარი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner