logo_geo
eng_logo
ცოტნე ზურაბიანი: ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება არის ძლიერი შესაძლებლობა ჩვენი კურორტის სწრაფი განვითარებისა
- +

29 ოქტომბერი. 2019. 15:17

 

წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ქალაქის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„უპრეცედენტო გადაწყვეტილება წყალტუბოს განვითარების ისტორიაში. 30 წელზე მეტია, პრაქტიკამ აჩვენა, რომ საერთაშორისო დონის კურორტი და რეგიონში, ყველაზე დიდი შესაძლებლობების მქონე თერმული ქალაქი, სტანდარტული მიდგომით ვერ განვითარდა.

 

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება არის ძლიერი შესაძლებლობა ჩვენი კურორტის სწრაფი განვითარებისა, ვიყოთ რეგიონის ჯანმრთელობის და ტურიზმის დედაქალაქი.

 

ძალიან გახარებული ვარ და მინდა, მივულოცო ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებს, ყველას, ვისთანაც მიმქონდა წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის სიტყვა და საქმე, წყალტუბოს განვითარების შეუქცევადი პროცესი დაიწყო“, - წერს ზურაბიანი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner