logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: წყალტუბოს პროექტის განხორციელების შემთხვევაში საქართველოში ევროპული დონის კურორტს მივიღებთ
- +

29 ოქტომბერი. 2019. 16:36

 

ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ბევრი თქვენგანი იყო ალბათ ამ ბოლო დროს ბაკურიანში და ურეკში.

 

მდგომარეობა, რომელიც ამ კურორტების (და არა მარტო მათი) ქაოტურმა, უსისტემო „განვითარებამ“ გამოიწვია, მეტად მძიმე შთაბეჭდილებას ახდენს.

 

სულ ვფიქრობდი, კარგია, რომ ჯერჯერობით ყურადღების მიღმა დარჩა ბევრი ჩვენი შესანიშნავი კურორტი, რამაც დიდწილად გადაარჩინა ისინი ასეთ „განვითარებას“.

 

წყალტუბო, საბჭოთა პერიოდის საკულტო ბალნეოლოგიური კურორტი, ნამდვილად უდიდესი პოტენციალის მატარებელია და მას არ შეხებია ამგვარი „განვითარების“ მსახვრალი ხელი.

 

ბიძინა ივანიშვილის პროექტის განხორციელების შემთხვევაში საქართველოში ევროპული დონისა და მასშტაბის ბალნეოლოგიურ კურორტს მივიღებთ, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი ექნება, პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობისათვის.

 

ცხადია, მოინახებიან ადამიანები, რომლებიც ამ პროექტში რაღაც კონსპიროლოგიურ განზრახვებს განჭვრეტენ.

 

ამ ადამიანებს არ ესმით, რომ თუ კარგზე კარგს არ იტყვიან, მათ მიერ ნათქვამ სიმართლესაც ეკარგება ფასი.

 

ერთსაც ვიტყვი - სახელმწიფო პოლიტიკა უნდა გამკაცრდეს კურორტებზე ქაოტური განაშენიანების წინააღმდეგ, ვინაიდან ეს მათ პოტენციალს აზიანებს, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის მომავლის საწინააღმდეგოდ მუშაობს“, - წერს მანჯავიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner