logo_geo
eng_logo
მანანა იაშვილი: ერთ-ერთ ეპისკოპოსს წამოსცდა, რომ პეტრეს სინოდალური მმართველობის დამკვიდრება სურდა საქართველოში
- +

31 ოქტომბერი. 2019. 22:14

 

 

 

„ერთ-ერთ ეპისკოპოსს წამოსცდა, რომ პეტრეს სინოდალური მმართველობის დამკვიდრება სურდა საქართველოში, სინოდალური მმართველობა კი ზუსტად რუსული ნარატივია“, - ჟურნალისტი მანანა იაშვილი დღევანდელ სინოდის სხდომას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

მისი თქმით, სინოდალური მმართველობა  ზუსტად რუსული ნარატივი და ოცნებაა:

 

„ერთ-ერთ ეპისკოპოსს წამოსცდა, რომ პეტრეს სინოდალური მმართველობის დამკვიდრება სურდა საქართველოში, რაც მან ნაწილობრივ დაადასტურა კიდეც „პირველზე“ ინტერვიუში, როდესაც განაცხადა, რომ საჭიროა საეკლესიო სასამართლოს ჩამოყალიბება. სინოდალური მმართველობა კი ზუსტად რუსული ნარატივი და ოცნებაა. რატომღაც ღრმად „განათლებული“ ჟურნალისტები ამას იგნორირებენ და საჭორაო თემებს ღეჭავენ. პეტრე კი ეტყობა, დამატებით ეკლესიის გახლეჩას ეცდება, რადგან სამეგრელოში რეზიდენციაში თავისი მხარდამჭერები ჰყავს შემოკრებილი. ისეთ სოფიზმებს აფრქვევს ამასთან დაკავშირებით, რომ პილატესაც შეშურდებოდა - მეო დაშლას მოვუწოდებ, მაგრამ როგორც მე ვიბრძვი სიმართლისათვის და დავზარალდი, მათ თავისი გადაწყვეტილება უნდა მიიღონო.

 

პ.ს. ზვიად გამსახურდიას რწმენას ყველამ თავი დაანებოს რა. მესმის, რომ მრევლის და ელექტორატის მისამხრობად გაახსენდათ, მაგრამ მაინც ...“ - წერს მანანა იაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც ჭყონდიდის უკვე ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა წმინდა სინოდმა მღვდელთმთავრობიდან გადააყენა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner