logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ჩვენმა პატრიარქმა და მღვდელმთავრებმა დიდი საფრთხე ააცილეს ქვეყანასაც და ეკლესიასაც!
- +

1 ნოემბერი. 2019. 00:26

 

„ჩვენი სამშობლოს და ეკლესიის მტრებს განზრახული ჰქონდათ ეკლესიაში განხეთქილების გზით ჯერ ეკლესიის - ეპარქიებად და შემდეგ საქართველოს - მხარეებად დაშლა!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„წმინდა სინოდის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ჩვენმა პატრიარქმა და მღვდელმთავრებმა დიდი საფრთხე ააცილეს ქვეყანასაც და ეკლესიასაც!

 

მართალია, ამ პროცესმა უმტკივნეულოდ არ ჩაიარა, მაგრამ ჩვენმა პატრიარქმა არაერთხელ გადადო თავი ჩვენი სამშობლოსთვის და, დარწმუნებული ვარ, მისთვის საქართველოს ეკლესიის და ქვეყნის ერთიანობა როგორც აქამდე, ახლაც და მომავალშიც უპირველესი საზრუნავია!

 

ჩვენს პატრიარქს აუგად ვერავინ მოიხსენიებს, ხოლო ურწმუნო და შეპყრობილი ადამიანების სამიზნე იგი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება!

 

ეს არ არის საშიში, რადგან ჩვენთან არს ღმერთი! ერისა და ბერის ერთობით, ყველა ცილისმწამებელი სიმართლის ლოდზე დაილეწება!

 

ჩვენმა პატრიარქმა ბევრ შეტევას გაუძლო და, მჯერა, მომავალშიც არაერთ ბრძოლას მოუგებს მწვალებლებს!“ - წერს მძინარაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner