logo_geo
eng_logo
გოგა ჩანადირი: არ შეიძლება, მოხუც პატრიარქს სიცოცხლე გაუმწარო მაშინაც კი, თუ მისი ფიზიკური დაუძლურება ზოგიერთის უღირსობას ახალისებს
- +

13 ნოემბერი. 2019. 13:37

 

„მიუხედავად იმისა, რომ კითხვები მეც მაქვს ეკლესიის შიგნით არსებულ პრობლემებზე, მაინც სასტიკად არ მომწონს არც მისი, არც პატრიარქის მოდად ქცეული ლანძღვა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ასევე, სასტიკად არ მომწონს ზოგიერთი სასულიერო პირის გამო ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა.

 

არ შეიძლება, ლანძღო და თათხო ის, რამაც შექმნა ქართული კულტურა, ქართული აღორძინება, ქართული სულიერება.

 

არ შეიძლება, მოხუც პატრიარქს სიცოცხლე გაუმწარო და დაგლიჯო მაშინაც კი, თუ მისი ფიზიკური დაუძლურება ზოგიერთის უღირსობას ახალისებს.

 

არ შეიძლება, არ დაინახო ქართული ეკლესიის ღვაწლი ლიტერატურის, სიმღერა-გალობის, მხატვრობის, ჭედურობის, ხისა და ქვის კვეთის, თარგმანისა და კიდევ ბევრი რამის განვითარებაში.

 

არ შეიძლება, არ დააფასო ეკლესიის ასწლეულებიანი როლი სახელმწიფოსა და ოჯახის სიმტკიცეში.

 

არ შეიძლება, კრიტიკა ლანძღვაში აურიო და ცილი დასწამო.

 

არ შეიძლება, საზოგადოება შეაცდინო და მოატყუო იმის გამო, რომ შენი ინტერესები და ინტრიგები გაქვს საპატრიარქოს გავლენის მოსაპოვებლად.

 

 

ზოგიერთ სასულიერო პირზე, მათ სულიერებაზე, თვითნებობაზე, ლექსიკასა და ფუფუნებაზე მეც მაქვს შეკითხვები. მეც ვხედავ პრობლემებს, მეც მიმაჩნია, რომ რაღაცები მოსაგვარებელია, მაგრამ თუ ეს გულწრფელად გვაწუხებს, რატომ ვუსაფრდებით, რატომ ვლანძღავთ, რატომ ვცრუობთ?

 

მე ვფიქრობ, ერიც და ბერიც ეკლესიაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ერთად უნდა დადგეს. აი, ამით გამოჩნდება, რომ მტრის წისქვილზე არ ვასხამთ წყალს.

 

შევწყვიტოთ ლანძღვა და თავდასხმები და გაუმჯობესებაზე ვიზრუნოთ“, - წერს ჩანადირი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner