პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემ,დეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ვიტოვებ იმედს, რომ დღეს პარლამენტში გონიერება, სახელმწიფოებრივი აზროვნება გაიმარჯვებს და არ ჩავარდება კენჭისყრა, - პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.
ვიტოვებ იმედს, რომ პასუხისმგებლობას, რისკებს აცნობიერებს ყველა.
ვიტოვებ იმედს, რომ ეს კანონპროექტი გავა პირველი მოსმენით.
მართალია, ჩემი მოლოდინი მყარი არაა, მაგრამ ვეჭვობ, ხელისუფლებაში არ იყოს რამდენიმე ადამიანი მაინც, ვინც ვერ ხვდება, რა მოჰყვება უპასუხისმგებლო, ეგოისტურ დამოკიდებულებას.
როგორც საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარმა ინიციატორმა, პირადად ბიძინა ივანიშვილმა უნდა განმუხტოს ვითარება. არა მგონია, საკუთარ გუნდში მასზე მეტი წონა ჰქონდეს რომელიმე მაჟორიტარს“, - წერს ინაშვილი.