logo_geo
eng_logo
გიორგი გიგაური: მთავარო ფაჩაკებო, აბა, ერთი, კარგად მომისმინეთ!
- +

5 დეკემბერი. 2019. 13:19

 

ჟურნალისტი გიორგი გიგაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მთავარო ფაჩაკებო, აბა, ერთი, კარგად მომისმინეთ!

 

სხედან ეს უბადრუკები: გვარამია, კვესიტაძე, გაბუნია და ნანული (კაცს გეგონება, ლგბტ პრაიდის შტაბიაო!) და ერთმანეთს და, რაც მთავარია, ხალხს უმტკიცებენ, ბიძინასი არ გვეშინიაო!..

 

ანუ, საქართველოსთვის ვიბრძოლებთ მაინცო!

გამოკლოუნებული სააკაშვილის სასაცილო ჯამბაზების საქათმიდანო!

არ არის ეს გვარამიას ფასის უიაფესი მდარე და მდაბიო პოლიტპროსტიტუცია?!

 

და, უკაცრავად, ბიძინასი, რომელმაც ასე „გაგაგულავათ“, რატომ უნდა გეშინოდეთ?!

 

რა, ვანოსავით, ორი გვამი მინდაო, საჯაროდ გაჰკივის?!

თუ მიშასავით, პარლამენტის ტრიბუნიდან, ისტერიკაში დორბლებს ჰყრის, ყველანი  ციხეშიო?!

თუ სანდრო გირგვლიანს კლავს წამებით, ბუტა რობაქიძეს, ზურა ვაზაგაშვილს, აკადემიკოს გურამ შარაძეს და ასზე მეტ უდანაშაულო ახალგაზრდას დემონსტრაციულად, ქუჩაში, შუა ქალაქში ხვრეტს?!

თუ მიტინგების დაშლისას, საკუთარ სისხლში აბანავებს მომიტინგეებს, გვამებს კი, ჯიხურების თავზე აწყობს?!

თუ კასტილიან ჯალათს 35 ლარად აუპატიურებინებს ჯურღმულებში მოწინააღმდეგეებს და თან ამას ვიდეოზეც იღებს?!

თუ პატიმრებს ცოლსა და შვილებს მიუყვანს ციხეში და, მათი იქვე გაუპატიურების მუქარით, არარსებული დანაშაულის აღიარებას იღებს?!

 

და ამას, იმიტომ კი არ ვწერ, რა კარგია ბიძინა, რომელმაც, გავიმეორებ, ასე „გააბლატავა“ თქვენნაირი ნაგვები!

 

შიშის - სიკვდილის შიშის დაძლევა რა არის, თუ გინდათ გაიგოთ, აგერ, „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტებს ჰკითხეთ!

 

იმ მართლაც წარმოუდგენელი სახელმწიფო ტერორის პირობებში, ერთი ნაბიჯითაც რომ არ დაუხევიათ უკან და რომლებმაც, მართლა არ იცოდნენ 9 წლის განმავლობაში, დილით, სახლიდან გამოსულები, უკან დაბრუნდებოდნენ თუ არა!

 

ეს მაშინ, როცა ხალხი ჩურჩულითაც კი ერიდებოდა სააკაშვილზე ლაპარაკს და „ასავალ-დასავალის“ ჯიხურში ყიდვაც კი, უკვე, გმირობის ტოლფასი იყო!

 

„ჩვენ დავმარცხდით იმიტომ, რომ ხალხმა დაუჯერა „ასავალ-დასავალის“ პროპაგანდას!“

 

მიხეილ სააკაშვილის ეს აღიარებითი ჩვენება არის ყველაზე უტყუარი მტკიცებულება, რომ სამშობლოსთვის ბრძოლაში სიკვდილის შიშზე გამარჯვება - ეს სააკაშვილის 9-წლიანი ჯოჯოხეთის თქვენნაირი უბადრუკი გამპრავებლებისა და იმ რეჟიმის სისხლიანი დინგის ამაზრზენი მლოკავების ხმის ამოსაღები თემა ნამდვილად არ არის!

 

თუნდაც, იმიტომ, რომ თქვენს ლექსიკონში ასეთი სიტყვაც კი - „სამშობლო“, არც არსებობს!

 

ჰოდა, იცოდეთ, ზედ მიშაზე, შუაზეც რომ გაიპოთ, თქვენი სათაყვანებელი სისხლიანი რეჟიმი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება!

ვეღარასოდეს!“ - წერს გიგაური.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner