logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: მკვლელობამდე 4-5 საათით ადრე მობილურით ვისაუბრეთ, ასე მითხრა...
- +

9 დეკემბერი. 2019. 12:21

 

დღეს ზურაბ ჟვანია 56 წლის გახდებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მკვლელობამდე 4-5 საათით ადრე მობილურით ვისაუბრეთ, ასე მითხრა: ხვალ ვერ მოვახერხებ და ზეგ შევხვდეთო... კარგ ხასიათზე იყო, ხუმრობდა...

 

ჩვენ ვთანამშრომლობდით და ვმეგობრობდით, მიუხედავად ამისა - არასოდეს მიმიმართავს მისთვის „შენობით“ (ამაზე ბრაზობდა).

 

მიხარია, დღეს ჩვენი შვილები რომ მეგობრობენ.

ზურას - ნინომ ძალიან კარგი შვილები გაუზარდა - აი ისეთი, მამის გულს სიამაყით რომ აავსებს.

 

გაანათლოს ღმერთმა ამ კაცის სული.

მენატრება ხოლმე ზურა.

რამდენ უბედურებას გადარჩებოდა საქართველო - ზურა რომ არ მოეკლათ?!“ - წერს ყანდიაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner