logo_geo
eng_logo
სოსო გოგაშვილი: ჩემი დუმილი ნაყიდი არაა! მალე გაიგებთ სიმართლეს, ბევრისთვის ეს შეიძლება შოკისმომგვრელიც კი იყოს!
- +

20 დეკემბერი. 2019. 12:28

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დილა მშვიდობის, მეგობრებო, ყველას სიხარული მოგცეთ ღმერთმა.

პირადში ძალიან ბევრი უცხო ადამიანი მწერს და საჭიროდ ჩავთვალე, განმარტება გავაკეთო, მეგობრებმა და ახლობლებმა ისედაც იცით იმის მიზეზი, რაზეც ქვემოთ დავწერ:

 

მოკლედ, მწერენ ძალიან ბევრნი და მეკითხებიან, რატომ არაფერს არ ვამბობ, რატომ ვარ ჩუმად, დამნაშავე ვარ, არა ვარ, რატომ არ ვხსნი იმას, თუ რა მოხდა სალოსის ქუჩის და პანკისის(არა მარტო) სპეცოპერაციის დროს.

 

მინდა, ყველამ იცოდეთ, რომ ჩემი დუმილი ნაყიდი არაა! მე ძალიან ბევრი მაქვს სალაპარაკო და ბევრ რამეს შემიძლია ავხადო ფარდა. ის, რაც არ იცის საზოგადებამ და ის, რაც არ ჩანს ყველასთვის, მაგრამ იქამდე, სანამ პროკურატურა არ დაასრულებს გამოძიებას და არ დაიდება დასკვნა (იმედია, მალე!!!), მე არანაირ განმარტებას და კომენტარს არ გავაკეთებ, რათა ხელი არ შევუშალო ამ საქმის მსვლელობას. დამერწმუნეთ, რომ არაა მარტივი, აიტანო ის სიბინძურე და ცილისწამება, რომელსაც ანთხევენ უღირსი და სულიერად თუ ხორციელად ყოვლად გახრწნილი ბინძური სულის ადამიანები, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ. თქვენ ყველა ძალიან მალე დარწმუნდებით ჩემს სიმართლეში, სისუფთავეში და ერთგულებაში ქვეყნის მიმართ. ის ხალხი, რომელიც ამას კადრულობს, ისეთ დღეში ჩავარდებიან, რომ რუსთაველზე კი არა, ვერსად ვერ გამოყოფენ თავს! ამ ხალხში არიან როგორც დაინტერესებული და დავალებამიღებული პერსონები, ასევე „გუნდის“ წევრებიც, ასე რომ, დაველოდოთ, მალე გაიგებთ სიმართლეს, ბევრისთვის ეს შეიძლება შოკისმომგვრელიც კი იყოს, მაგრამ სიმართლე სიმართლეა! და ეს სიმართლე ქვეყანას არ დააზიანებს, პირიქით, უთქმელობა აზიანებს ქვეყანას...“ - წერს გოგაშვილი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner