logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია „მთავარის“ ჟურნალისტზე: მიკროფონით შეფუთულმა კრიმინალმა პირდაპირ სოზარ სუბარს დაადო ხელი გამსახურდიას დაჭრაში
- +

20 დეკემბერი. 2019. 13:45

 

 

„მიკროფონით შეფუთულმა კრიმინალმა პირდაპირ სოზარ სუბარს დაადო ხელი გამსახურდიას დაჭრაში“, - ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც ლატარია წერს, „მთავარ არხზე“ პირდაპირ სოზარ სუბარს დაადეს ხელი გამსახურდიას დაჭრაში.

 

„გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ გვარამიას არხის მორიგი სამარცხვინო და ყველანაირ ზღვარს გადასული, ამორალური ტალახის სროლა და უბედური შემთხვევის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. ეგრეთ წოდებული ჟურნალისტი, სინამდვილეში კი მიკროფონით შეფუთული კრიმინალი ჰყვება, რომ ცოტნე გამსახურდიამ საკუთარ facebook-ზე სოზარ სუბარს აგინა, ხოლო რამდენიმე საათში ის დაჭრეს, რაც საეჭვო გარემოებაა. პირდაპირ სოზარ სუბარს დაადეს ხელი გამსახურდიას დაჭრაში. ეს ის შემთხვევაა, როცა ფიქრობ, რომ გვარამიას „კანტორა“ უარეს სიბინძურეს ვეღარ ჩაიდენს, მაგრამ კიდევ უფრო გაოგნებული რჩები, ისეთ სიბინძურეს აკეთებენ. იმედი მაქვს, ამ წარმოუდგენელ თავხედობას აუცილებლად შეაფასებენ მედიის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და იმის იმედიც მაქვს (ან მინდა, რომ მქონდეს), რომ სახალხო დამცველიც მოახდენს რეაგირებას ამ ტალახის სროლაზე“, - წერს ირაკლი ლატარია.

 

ინფორმაციისთვის, წუხელ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა თბილისში, ვერაზე მოხდა. ცოტნე გამსახურდია საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner