logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: შავი სია, ნაციონალების ტერორი, დასახვრეტთა სია, მხედრიონი, ეს ხომ გავიარეთ უკვე, ეს სჭირდება ახლა ხალხს?!
- +

6 იანვარი. 2020. 23:52

 

„შავი სია, ნაციონალების ტერორი, დასახვრეტთა სია, მხედრიონი, ეს ხომ გავიარეთ უკვე, ეს სჭირდება ახლა ხალხს?!“ – ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„შავი სია, თეთრი ტერორი, წითელი ტერორი, ნაციონალების ტერორი, „ტროიკები“, დასახვრეტთა სია, მხედრიონი, საძმოები, გასასახლებელთა სია, ფულის წასართმევთა სია… ეს ხომ გავიარეთ უკვე?! ეს სჭირდება ახლა ხალხს?!

 

შემდეგი რა უნდა გამოაცხადოთ?! „წითელი ბრიგადების“, „შავრაზმელების“, „წითელი კხმერების“, „კრონშტადტის მეზღვაურთა“ თუ „უსტაშების“ მოიერიშე რაზმების შექმნა და „ჩირაღდნებიანი მარში“ ღამის გამზირზე?!

 

გამოაქვეყნეთ ქვეყნის განვითარების თქვენეული ხედვა ყველა პარტიამ ცალ-ცალკე. დაემსგავსეთ მაინც პარტიებს. ნუ გგონიათ ხალხი ბრბო! იგრძენით პასუხისმგებლობა და ამას საზოგადოებაც დაინახავს“, - წერს ირაკლი გოგავა.

 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების სპეციალურმა კომისიამ დღევანდელ შეხვედრაზე ე.წ. შავი სიის ხუთეული შეათანხმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner