logo_geo
eng_logo
გოგა ჩანადირი: თუ ფიქრობ, რომ დროშა შენი სიმბოლოც არის, 14 იანვარს მაღლა ასწიე, ან გადმოკიდე აივნიდან
- +

8 იანვარი. 2020. 15:56

 

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი დროშის დღესთან დაკავშირებით, 14 იანვარს საზოგადოებას მოუწოდებს, რომ საქართველოს სახელმწიფო დროშა აივანზე გამოკიდოს.

 

როგორც მან facebook-ის პირად გვერდზე დაწერს, ამ იდეას არანაირი პოლიტიკური ქვეტექსტი არ აქვს.

 

„მარაბდის ომში ჯერ ერთმა ძმა ხერხეულიძემ ასწია დროშა, დაეცა, მერე მეორემ ასწია, მესამემ, ბოლოს მეცხრე ძმამ და როცა ისიც დაეცა, საუკუნეებგამოვლილი დროშა ახლა დამ ასწია. სპარსელებისგან განგმირული დაც რომ დაეცა, ხერხეულიძეთა დედამ ასწია და საქართველოს დროშა ისევ ამაყად აფრიალდა.

 

დროშა ყოველთვის იყო ღირსების, სიძლიერის, სამშობლოს, გამარჯვების სიმბოლო.

 

14 იანვარი საქართველოს დროშის დღეა.

თუ შენც ფიქრობ, რომ დროშა შენი სიმბოლოც არის, ამ დღეს მაღლა ასწიე, ან გადმოკიდე აივნიდან თუ სარკმელიდან.

 

ჩვენ, ქეთი ხოსიტაშვილი და მე, ამ იდეის გამტარებლები 14 იანვარს სწორედ ამას გავაკეთებთ.

 

ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს სახელმწიფო დროშა ყველგან ფრიალებდეს სწორედ ჩვენი სახელმწიფოს ღირსებისათვის, ჩვენი გამარჯვებისათვის, ჩვენი ისტორიისათვის. იდეას არ აქვს არანაირი პოლიტიკური ქვეტექსტი. ამიტომ, ჩანაფიქრს პოლიტიკური მიზნებისთვის ნუ გამოიყენებეთ”, – წერს გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner